ჩივნინგის სტიპენდიანტთა ქსელი საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას სემინარების ციკლზე - "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ".
კურსის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზოგადი პრინციპების შესახებ და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შორის დისკუსიას იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებობს საქართველოში.
სალექციო კურსს წარუძღვებიან ჩივნინგის სტიპენდიანტები და/ან მოწვეული სპიკერები შემდეგ თემებზე:
** სექსუალური შევიწროება: პრაქტიკა და გამოწვევები;
** აუნაზღაურებელი შრომის ეკონომიკა: საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოს მაგალითი;
** ხელმისაწვდომობა ქონებაზე, აქტივებსა და ფინანსურ სერვისებზე;
** განათლება და უნარების განვითარება: რა სურთ ქალებს და რა სჭირდება ბაზარს?
** რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მნიშვნელობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად.
წყარო: jobs.ge