en
ge

ესეების კონკურსი - „ბავშვთა იძულებითი შრომა“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი
  • დაწყების თარიღი: 22.02.2019
  • ბოლო ვადა: 05.04.2019
  • ბმული: https://www.facebook.com/UnionOfGodChildren/
სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი „ბავშვთა განვითარებისა და მშობელთა მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „ბავშვთა იძულებითი შრომა".
ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც მთელს მსოფლიოში, არცთუ იშვიათად ბავშვები სახიფათო, ასაკისთვის შეუსაბამო სამუშაოს ასრულებენ საკუთარი ნებით ან იძულებით, რასაც ცალკეულ შემთხვევებში მათი სიცოცხლეც კი ეწირება.
კონკურსის მიზანია ერთის მხრივ თემის აქტუალიზაცია და საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღების მიპყრობა, ხოლო მეორეს მხრივ, იძულებით შრომაში ჩართულ ბავშვთა მიმართ ემოციური მხარდაჭერის სტიმულირება.
ესეს შინაარსი შესაძლებელია ეფუძნებოდეს როგორც რეალურ, ისე გამოგონილ ისტორიებს (აუცილებელი პირობა: რეალური ისტორიების ასახვის შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს ანონიმურობა და ესეში წარმოდგენილი პირების სახელები, გვარები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს);
თუკი ესეს ავტორი ფლობს ინფორმაციას შრომაში იძულებით ჩართული ბავშვის შესახებ და მას სურს ამ შემთხვევის გასაჯაროვება, ვთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოს ცალკე ფაილად;
დასაშვებია ავტორის მიერ ესეს ილუსტრირება (ილუსტრაცია ასევე არ უნდა იძლეოდეს პერსონაჟის იდენტიფიცირების საშუალებას).
ესეს გაფორმების წესი:
ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 900 სიტყვას;
წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ვერსია Microsoft Word-ის ფორმატში;
შრიფტი - Sylfaen;
შრიფტის ზომა - 11;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.
ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
შეფასების კრიტერიუმები:
▶ სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება
▶ ლოგიკური მსჯელობა
▶ ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი)
▶ თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი
▶ ტექსტის გრამატიკული, სტილსტური და შინაარსობრივი გამართვა.
კომისია შეარჩევს არაუმეტეს 20 ესეს, რომელთა შორის გამოვლინდება 10 საუკეთესო. სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით, კერძოდ:
I ადგილი-250 ლარი (დაქვითვის გარეშე);
II ადგილი-200 ლარი (დაქვითვის გარეშე);
III ადგილი - 150 ლარი (დაქვითვის გარეშე);
ხოლო დანარჩენი შვიდი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცემა სიგელები და წამახალისებელი საჩუქრები .
საუკეთესო ესეები დაიბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალსა და ინტერნეტ-პორტალში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ესე უნდა გამოიგზავნოს 2019 წლის 5 აპრილამდე შემდეგ მისამართზე iunona@yahoo.com (სათაურში მიუთითეთ "ესეების კონკურსი") .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: iunona@yahoo.com
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში