en
ge

„აკადემია ლიდერებისთვის“ – ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” იწვევს ქალ უფლებადამცველებს ტრენინგში „აკადემია ლიდერებისთვის” მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის შესახებ:
„IREX ევროპა”, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და "უჩინარი ქალები” – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში. 26 თვიანი პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდეაბა. დაგეგმილი „აკადემია ლიდერებისთვის” თბილისში „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის” თანადაფინანსებით ხორციელდება.
წყარო: hrht.ge