თუ გსურთ გაიუმჯობესოთ თქვენი უნარები ციფრულ ტექნოლოგიებში და გაზარდოთ თქვენი შრომის ეფექტურობა, დარეგისტრირდით შერეულ კურსზე: „ციფრული ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის". კურსი მოგცემთ შესაძლებლობას შეაფასოთ თქვენი ორგანიზაციის ციფრული განვითარების დონე, გამოავლინოთ სუსტი მხარეები და დასახოთ ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიები და ახალი აქტივობები.
კურსი შექმნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებისთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, არაფორმალური ჯგუფებისთვის ბელარუსიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. კურსზე აირჩევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და აქტივისტთა ჯგუფების 75 ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სომხეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვის წარმომადგენლებსაც, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ კურსი საპილოტე ქვეყნების (ბელარუსი, საქართველო, უკრაინა) ქეისებზე, მაგალითებზე და ინსტრუმენტებზეა მორგებული.
წყარო: eapcivilsociety.eu