ააიპ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" აცხადებს ტენდერს ვიდეო-რგოლების დამზადებაზე.
მაღალი ხარისხის 2 კრეატიული ვიდეო უნდა დამზადდეს საქართველოში ქალი აქტივისტების ე.წ. "უჩინარი ქალების" თემაზე, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით. ე.წ. უჩინარი ქალები - გულისხმობს ქალებს, რომლებიც აქტიური არიან საკუთარ თემში, იბრძვიან საკუთარი თუ სხვისი უფლებებისთვის, თუმცა არ არიან ჩართული ფართო უფლებადაცვით საქმიანობაში და მათ შესახებ ცნობადობა ნაკლებია საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული ჯგუფები, რომლებსაც უპირატესობა მიენიჭებათ, არიან: სოფლად მცხოვრებ/რეგიონში მცხოვრები ქალები, იძულებით გადაადგილებული ქალები, ეთნიკურ უმცირესობები/ქალები.
წყარო: jobs.ge