საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს შესარჩევ კონკურსს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სეზონური სკოლის ღონისძიებაში "კიბერ-უსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში" მონაწილეობის მისაღებად.
სეზონური ღონისძიება გაიმართება ამა წლის 15-19 აპრილს, ქალაქ გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
სეზონური ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები კიბერ-უსაფრთხოების თანამედროვე აქტუალური საკითხების ირგვლივ, რომელსაც უხელმძღვანელებენ კიბერ-უსაფრთხოების სფეროში დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.
წყარო: jobs.ge