მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა სტუდენტური დებატები თემაზე: სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში.
სტუდენტური დებატები ჩატარდება საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში:
ახალციხე, ბათუმი, თბილისი, თელავი, ქუთაისი. ყოველ ქალაქში გამოვლინდება
გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებს დააჯილდოვებენ და მიიწვევენ საზაფხულო
სკოლაში 2013 წლის აგვისტოში.
დებატებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს.
წყარო: jobs.ge