en
ge

მედია-კონკურსს თემაზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“
  • დაწყების თარიღი: 11.03.2019
  • ბოლო ვადა: 25.04.2019
  • ბმული: http://media.ge/ge/portal/events/304520/
ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი" აცხადებს მედია-კონკურსს თემაზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება".
კონკურსის მიზანია ბიძგი მისცეს მედიაკამპანიას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების ეთიკურად და საფუძვლიანად გასაშუქებლად, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ ჟურნალისტებსა და მედია ფაკულტეტის სტუდენტებს 2019 წლის 1 იანვრიდან 25 აპრილამდე შექმნილი და მასმედიის საშუალებებში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური ან ელექტრონული მედია) გამოქვეყნებული პროდუქციით.
წყარო: http://media.ge