en
ge

ქოლ ცენტრის მენეჯმენტი

ქოლ ცენტრის მენეჯმენტი – როგორ შევქმნათ და ვმართოთ მომხმარებლის მხარდაჭერის და უკუკავშირის ეფექტიანი სამსახური? + გაყიდვების ტექნიკები
ვისთვისაა ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი კერძო, არასამთავრობო თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირისთვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაა მომხმარებელთან კომუნიკაციის მართვა; მომხმარებელზე და ხარისხზე ორიენტირებულ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანთათვის და ასევე მათთვის, ვისაც სურს, მომავალი საქმიანობა ამ მიმართულებით წარმართოს. კურსი დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.
კურსის მიზანი:
კურისის მიზანია, დაეხმაროს მსმენელებს თავად შექმნან მომხმარებელზე ორიენტირებული თანამედროვე ქოლ-ცენტრი.
მოსალოდნელი შედეგები
კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და კონკრეტულ საჭიროებებზე ორიენტირებული ქოლ-ცენტრის შექმნას – შეძლებენ სწორად დაგეგმონ და მართონ ყველა ეტაპი, რაც მოიცავს ამოცანის სწორად დასმას, ურთიერთობას ტექნიკური სერვისის მომწოდებელთან, დამკვეთთან, პერსონალთან. იმპლემენტაციას, დელეგირებას, მართვას, ეფექტური სატელეფონო მომსახურების პრონციპებს, მოქნილი და ეფექტური რეპორტინგისა და შეფასება-მონიტორინგის სისტემის შექმნას, რაც, საბოლოო ჯამში სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
წყარო: www.crd.ge