en
ge

მასტერკლასი-კომუნიკაცია პროფესიულ ურთიერთობებში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 19.03.2019
  • ბოლო ვადა: 28.03.2019
  • ბმული: https://jobs.ge/?view=jobs&id=209939
28 მარტს, 16:00 საათზე "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" გთავაზობთ თამარ თანდაშვილის მასტერკლასს დაინტერესებული ქალებისათვის - თავდაჯერებული კომუნიკაცია პროფესიულ ურთიერთობებში. მასტერკლასის მიზანია მონაწილეებს გაუზიაროს თავდაჯერებული კომუნიკაციის სტრატეგიები, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიული ზრდასა და კარიერის განვითარებაში. მასტერკლასის გავლის შედეგად მონაწილეები საკუთარ თავში გამოავლენენ ურთიერთობების წარმართვის წამგებიან ქცევებს და შეძლებენ განსაზღვრონ უფრო წარმატებული კომუნიკაციის მოდელები.
წყარო:jobs.ge