en
ge

ინგლისური ენის საზაფხულო კურსები ბრიტანეთში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 08.05.2013
  • ბოლო ვადა: 08.06.2013
  • ბმული: http://jobs.ge/57542/
საერთაშორისო განათლების ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებსა და, ამასთანავე, ფეხბურთსა და ჩოგბურთში ვარჯიშს (სურვილისამებრ) დიდ ბრიტანეთში, საუკეთესო აკადემიურ და სპორტულ გარემოს და არჩევანს მასპინძელ ოჯახებსა და სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს შორის.
საზაფხულო ცენტრები მდებარეობს ლონდონში, პორტსმუტში, ისტბოურნში, სტეფფორდში, გუილდფორდსა და საფრონ უალდენში.
ინგლისური ენის საზაფხულო კურსების სრული პაკეტის ფასში შედის სწავლის, ცხოვრების, სამჯერადი კვების, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობებისა და ექსკურსიების ღირებულება.
კურსები მიმდინარეობს 08/06/2013-დან 02/09/2013 პერიოდში. სტუდენტთა ასაკი მერყეობს 8-დან 18 წლამდე, კურსების ღირებულება კი - 496-დან 833 ფუნტამდე (ერთი კვირის ფასი). სტუდენტებს კვირების რაოდენობა შეუძლიათ აირჩიონ სურვილისამებრ.
დამატებითი ინფორმაციისა და ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში, არაუგვიანეს 2013 წლის 20 მაისისა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
წინ გელით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები!
საერთაშორისო განათლების ცენტრი, ასევე, გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს მთელი წლის განმავლობაში ლონდონში და კუნძულ მალტაზე.
საერთაშორისო განათლების ცენტრის მისამართია:
ქ. თბილისი, ჭოველიძის ქუჩა 10 (ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" შენობაში)
ტელ: 2 252615
ელფოსტა: natia@osgf.ge
წყარო:jobs.ge