en
ge

სტაჟირება ჟურნალისტებისთვის ნიუ-იორკში, გაეროს ოფისში

გაერო აცხადებს აპლიკაციების მიღებას სტაჟირებაზე ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის (22-დან 35 წლამდე). შერჩეული კანდიდატები პრაქტიკას გაივლიან გაეროს ცენტრალურ ოფისში, ნიუ-იორკში 15 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე.
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს. აუცილებელია, აპლიკანტი აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს:
• იყოს 22-35 წლის;
• უნდა მუშაობდეს ჟურნალისტად სრული განაკვეთით ;
• უნდა იცოდეს ინგლისური ენა;
• პროგრამის დაწყების შემდეგ მის პასპორტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 6 თვიანი ვადა (პროგრამა იწყება 2019 წლის სექტემბერში);
• იყოს განვითარებადი ან გარდამავალი ტიპის ქვეყნის წარმომადგენელი, რაც გაეროს ეკონომიკურ და სოციალური დეპარტამენტის მიერაა დადგენილი.
წყარო: www.mediachecker.ge