en
ge

კონკურსი საერთაშორისო ჟურნალისტური მულტიმედიური პროექტების მხარდასაჭერად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: "ინტერნიუსი-საქართველო"
  • დაწყების თარიღი: 28.03.2019
  • ბოლო ვადა: 15.04.2019
  • ბმული: http://media.ge/ge/portal/events/304523/
"ინტერნიუსი-საქართველო", "ინტერნიუსთან" ერთად, აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ჟურნალისტური მულტიმედიური პროექტების მხარდასაჭერად. ეს ინიციატივა, სახელწოდებით „სამეზობლო" ("Neighbors”), რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში"ნაწილია. პროექტი ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, სერბეთის, კოსოვოს, მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის და საქართველოს ჟურნალისტებს დააკავშირებს.
წყარო: media.ge