საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს უცხო
ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე
სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.
„სამაგისტრო და სადოქტორო
პროგრამის" მეშვეობით,
ღია კონკურსის
საფუძველზე, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ,
სახელმწიფოს დახმარებით, სწავლა განაგრძონ
მსოფლიოს წამყვანი
საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
„სამაგისტრო და სადოქტორო
პროგრამის" ფარგლებში
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მთავარი
პირობაა, რომ
კანდიდატს წინასწარ
ჰქონდეს მიღებული
ჩარიცხვაზე თანხმობის
წერილი კომისიის
მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებული უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან,
რომელიც შედის მსოფლიოს საუკეთესო
უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის პირველ 200 უნივერსიტეტში http://www.usnews.com/education/worlds-best-universities-rankings/top-400-universities-in-the-world მიხედვით.
უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა
და მიღების
პროცედურებს კანდიდატი დამოუკიდებლად აწარმოებს.
უნივერსიტეტიდან თანხმობის
წერილის მიღების
შემდეგ, კანდიდატი
განათლების სამინისტროს ვებგვერდზე (www.mes.gov.ge) გადის რეგისტრაციას, ავსებს სააპლიკაციო ფორმის
ელექტრონულ ვერსიას ან/და უზრუნველოყოფს საბუთების შემოტანას არა
უგვიანეს 2013 წლის 31 მაისისა.
კონკურსანტის მომართვის ფორმა და
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. სააპლიკაციო ფორმაში შესავსები
ინფორმაცია:
- პირადი
მონაცემები;
- განათლება;
- დიპლომების და
სერტიფიკატების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
- სამუშაო გამოცდილება;
- მინიმუმ 2 რეკომენდატორის
საკონტაქტო ინფორმაცია;
- მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება;
- სამოტივაციო წერილი.
დარეგისტრირდი
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის
დაფინანსების მსურველებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება;
- რეზიუმე;
- დიპლომებისა და
სერტიფიკატების ასლები;
- ცნობა
სამუშაო ადგილიდან;
- ერთი
აკადემიური და ერთი პროფესიული
რეკომენდაცია;
- სამოტივაციო წერილი;
- მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება;
- უნივერსიტეტში
ჩარიცხვის შესახებ წერილი;
- მინიმუმ 50%-ის დაფინანსების
მიღების დამადასტურებელი წერილი;
- პირადობის მოწმობის
ასლი/პირადობის ნეირტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
კრიტერიუმები
კანდიდატებისათვის
სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნით სამინისტროს შეუძლია მიმართოს პირმა, რომელსაც:
- მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- ჩარიცხულია უცხოეთის შესაბამისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე;
- ასაკი არ აღემატება
35 წელს;
- გამოირჩევა მაღალი
აკადემიური მოსწრებით;
სადოქტორო პროგრამის ფარგლებში
დაფინანსების მოთხოვნით სამინისტროს შეუძლია მიმართოს პირმა, რომელიც:
- ჩარიცხულია უცხოეთის
უმაღლესი საგანმამათლებლო დაწესებულების სადოქტორო პროგრამაზე;
- მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება მინიმუმ 50%ის ოდენობით.
კონკურსი ჩატარდება
ორ ეტაპად: 1. განაცხადების შერჩევა 2. ზეპირი გასაუბრება.
პირველ
ეტაპზე შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას. აღნიშნული გასაუბრების თაობაზე
აპლიკანტებს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვისთანავე ეცნობებათ ელექტრონული
მისამართის და/ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.
განცხადებით
მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე იწარმოებს ზეპირი დისტანციური გასაუბრება.
დამატებითი
ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს: ტელ: 231 89 40 (1134, 1140) ელ-ფოსტა:
grantsinfo@mes.gov.ge