"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ფასთა გამოკითხვას და იწვევს დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო პროექტის შესაქმნელად, რომელიც დაეთმობა მაყურებლის ცნობიერების ამაღლებას სამოქალაქო აქტივობის მიმართულებით. პროექტის მიზანია, შეიქმნას სატელევიზიო საგანმანათლებლო პროდუქტი/სცენარი (ჯამში 13 გადაცემა), რომელიც ორიენტირებული იქნება მაყურებლის ესთეტიური აღქმის გაფართოვებაზე, ანალიზის გამომუშავებასა და ახალგაზრდა მაყურებლის კულტურისა და ხელოვნების ინტერესის გაღვივებაზე.
წყარო: jobs.ge