საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამის"
ფარგლებში აცხადებს კონკურსს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.
,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამის"
მეშვეობით, ღია
კონკურსის საფუძველზე, სტუდენტებს საშუალება
ეძლევათ, სახელმწიფოს დახმარებით, განათლება მიიღონ მსოფლიოს
წამყვანი უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამაზე.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნით მომართვა
შეუძლიათ ყველა იმ პირს, რომელიც არის:
- საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
- გამოირჩევა მაღალი
აკადემიური მოსწრებით;
- არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული
სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული;
- ჩაბარებული აქვს
კომისიის მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც შედის მსოფლიოს საუკეთესო
უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის პირველ 200 უნივერსიტეტში http://www.usnews.com/education/worlds-best-universities-rankings/top-400-universities-in-the-world მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება (განცხადება უნდა შეიცავდეს საკონკურსო პროგრამის
სახელწოდებას. ასევე
ინფორმაციას განმცხადებლისა და განმცხადებლის ოჯახის წევრების სამსახურეობრივი
მდგომარეობის შესახებ).
- პირადობის მოწმობის
/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი.
- რეზიუმე.
- ატესტატის, სერტიფიკატების
და სხვა აკადემიური აქტივობის
დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
- შეფასების ფურცელი.
- ორი სარეკომენდაციო
წერილი.
- სამოტივაციო წერილი.
- მოთხოვნილი
თანხის
ოდენობა
და
დანიშნულება.
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ წერილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადების მიღება წარმოებს 1
მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება ორ
ეტაპად: 1. განაცხადების შერჩევა. 2. ზეპირი გასაუბრება. განცხადებით მოთხოვნის
შემთხვევაში ასევე იწარმოებს ზეპირი დისტანციური გასაუბრება.
საკონტაქტო
ინფორმაცია
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52
ტელ.: 2 200
220 (1133)
წყარო: mes.gov.ge