en
ge

სტიპენდია სადოქტორო პროგრამაზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დაწყების თარიღი: 03.04.2019
  • ბოლო ვადა: 30.06.2019
  • ბმული: https://jobs.ge/?view=jobs&id=211995
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა" (IDS) აცხადებს კონკურსს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის "დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია" ფარგლებში ხუთ დაფინანსებულ დოქტორანტურის პოზიციაზე.
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა" და "მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის" (გერმანია) ერთობლივი პროექტი ქართველ კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ სადოქტორო კვლევა პრაქტიკულ ფილოსოფიაში კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით. პროექტი მოიცავს როგორც ქართველი, ასევე გერმანელი პროფესორების ხელმძღვანელობას, სასწავლო და საკვლევ პერიოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის უნივერსიტეტში, ასევე ორივე უნივერსიტეტის მიერ დოქტორის ხარისხის მინიჭების შესაძლებლობას.
"გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი" უზრუნველყოფს პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას და პროექტის თითოეული მონაწილე დოქტორანტი მიიღებს სრულ დაფინანსებას.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).
წყარო:jobs.ge