თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო. პროგრამა აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებს შეესაბამება. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. უნივერსიტეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები ასწავლიან.
სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება ონლაინ, ვებ-გვერდზე: http://www.iset.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 6 მაისი. მისაღები გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება 2019 წლის მაისის დასაწყისში.
წყარო:jobs.ge