ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" აშშ მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებენ პროექტს „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში". პროექტის მიზანია მეწარმეობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული პირების და მასპინძელი თემის წარმომადგენლების თვითკმარობის გაზრდის გზით.
საარსებო წყაროების გასაძლიერებლად, სამეწარმეო შესაძლებლობების და პოტენციალის გასაზრდელად, ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაფართოებლად გაიცემა ბიზნეს გრანტები.
წყარო: jobs.ge