"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი" და "თავისუფალი დებატების ლიგა" ერთობლივად ატარებს დებატების ჩემპიონატს სტუდენტებს შორის 8-9 ივნისს.
ჩემპიონატის რეზოლუციაა:
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მასმედიის თავისუფლება.
დებატები იქნება ჯვარედინი დაკითხვის (Cross-Examination Debate) ტიპით.
ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.
მონაწილეებს ჩემპიონატამდე ჩაუტარდებათ ტრენინგი.