en
ge

ტრენინგი - გოგონები ცვლილებებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: Deloitte Consulting Overseas Project
  • დაწყების თარიღი: 25.04.2019
  • ბოლო ვადა: 06.05.2019
  • ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=215003
USAID-ის პროექტი "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G), არასამთავრობო ორგანიზაცია - "საორსასთან" თანამშრომლობით გიწვევთ ორ დღიან ტრენინგზე სახელწოდებით "გოგონები ცვლილებებისთვის" (Girls for Change). ტრენინგის მიზანია სტუდენტთა ლიდერული უნარების განვითარება და მათი ცნობიერების ამაღლება მეწარმეობასა და ადვოკატირებაზე.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის სტუდენტი გოგონებისათვის.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა, მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი; მეწარმეობა, დასაქმების ალტერნატიული გზები, პიროვნული განვითარების სტრატეგია, მიზნების დასახვა; შრომითი უფლებები; ადვოკატირება, სოციალური მედია.
წყარო:jobs.ge