ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დააწესა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ის ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ეთიკური ნორმების დამკვიდრება ქართულ ჟურნალისტიკაში. პრიზების ჩამონათვალში არის, ასევე, სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენასა და რომელიც ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამ დააწესა.
2019 წლის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" კატეგორიებია:
- საუკეთესო სტატია ბეჭდურ და ონლაინ მედიაში
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
- საუკეთესო საგამოძიებო ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ და სამაუწყებლო მედიაში
- საუკეთესო ბლოგი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, მოსაზრება თემაზე ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
- ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
- საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ღირებულებებს
- კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტიკური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში)
პირველი ექვსი კატეგორიის გამარჯვებულები მიიღებენ 1,250 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში" ერთთვიან სტაჟირებას.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა არის 15 ოქტომბერი, 2019 წელი.