"კოალიცია შინმოვლა საქართველოში" არის საქართველოში მოქმედი
შინმოვლის მიმწოდებელი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია
საქართველოში შინმოვლის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა.
შინმოვლის მოსარგებლეებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც ხანდაზმულობისა და
ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობების გამო შეზღუდული აქვთ
გადაადგილებისა და თავის მოვლის უნარი და საჭიროებენ ზრუნვას; ასევე, მათი
ოჯახის წევრები.
მოსარგებლეებს მიეწოდებათ შინმოვლის მომსახურება კოალიციის წევრი
ორგანიზაციების მრავალდარგობრივი გუნდის მიერ, რომელიც შედგება შინმოვლის
გუნდის კოორდინატორის, ექიმის, პრაქტიკოსი სოც. მუშაკის, შინმოვლის ექთნის,
ტექნიკური და საყოფაცხოვრებო ასისტენტებისგან.
თანამდებობა: შინმოვლის ექთანი სარეზერვო ჯგუფში
წყარო: jobs.ge