ქალთა ფონდი საქართველოში აახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს. საგრანტო თანხის ოდენობა შეადგენს 2500 დოლარს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები; ასევე ფონდი მხარს დაუჭერს მკვლევარი ან ხელოვანი ქალების ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ინიციატივებს. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.
წყარო: ორგანზიაციის ვებგვერდი