en
ge

უფროსკლასელთა მიღება მედიაწიგნიერების სემინარში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
  • დაწყების თარიღი: 16.05.2019
  • ბოლო ვადა: 01.06.2019
  • ბმული: https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/71302
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) იწვევს მოსწავლეებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად - "მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”. ორდღიანი სემინარი გაიმართება 8-9 ივნისს თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში.
სემინარი იმართება ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის, "მედიაწიგნიერება ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში.
სემინარის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გახდნენ მედიაწიგნიერები, კრიტიკულად მოაზროვნენი, რათა შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება, რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ. სემინარი დაეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ, თუ რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის.
წყარო: https://www.qartia.ge