ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე - "სუიციდის გაშუქება".
ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 1-2 ივნისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი