en
ge

ტენდერი ახალგაზრდებისთვის მოკლე სასწავლო ვიდეო ლექციების შექმნაზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის მოკლე სასწავლო ვიდეოების შექმნის მიზნით. მისი მიზანი არის ახალგაზრდებს გააცნოს დემოკრატიის არსი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა. ვიდეო ლექციები უნდა დაეხმაროს ახალგაზრდებს სამოქალაქო ღირებულებების და ფასეულობების გაცნობიერებაში, ასევე ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის და მოხალესეობის განვითარებას.

სასწავლო ვიდეო ლექციების თემატიკა შესაძლოა მოიცავდეს საკითხების შემდეგ ბლოკებს:

ბლოკი:1 დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება:

ბლოკი: 2 სამოქალაქო აქტივიზმი

 ბლოკი: 3 სამოქალაქო უნარ-ჩვევები

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ  დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართვე-ლოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი