en
ge

მიღება ონლაინ კურსზე "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის"

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს განაცხადების მიღებას ახალ ონლაინ კურსზე "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის". 

კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება. 

ონლაინ სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან. 

წყარო: http://civilin.org