en
ge

„მწვანე აკადემია“ აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2019 წლის საზაფხულო სკოლაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 04.06.2019
  • ბოლო ვადა: 16.06.2019
  • ბმული: 11125
„მწვანე აკადემია" აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2019 წლის საზაფხულო სკოლაში. მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში.
უკანაკსნელი 5 წლის განმავლობაში მწვანე აკადემია გადაიქცა პოლიტიკის, სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების გადააზრების სივრცედ, სადაც ახალგაზრდებს ახალი ცოდნის მიღების და კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ.
მწვანე აკადემიას 2019 წლის საზაფხულო სკოლაში ახალი თემები შემოაქვს და მიზნად ისახავს დაგროვილი გამოცდილებით დისკუსიების გამდიდრებას და თემატურ გადახალისებას.
წყარო: ge.boell.org