en
ge

ყურადღება, ყურადღება AMERICAN CAMP–ის საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია დაიწყო!

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 14.06.2019
  • ბოლო ვადა: 03.08.2019
  • ბმული: 11184
25 ივლისი – 03 აგვისტო ამერიკული საზაფხულო ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურიანში!
AMERICAN CAMP 10 დღიანი ინგლისურენოვანი ლიდერთა საზაფხულო ბანაკი, რომელიც 8 წელია აქტიურად აწყობს ზამთრისა და ზაფხულის ინგლისურენოვან სკოლებს აცხადებს მონაწილეების მიღებას!
ლიდერთა სკოლაში ტრენინგ კურსს წარუძღვებიან ამერიკელი და ქართველი ტრენერები!
სწავლის განსაკუთრებული მეთოდები მხოლოდ AMERICAN CAMP – ში!
ტრენინგების ხანგრძლივობა დღეში განისაზღვრება 3 საათით.
მონაწილეები ყოველდღიურად დაწერენ მათთვის სპეციალურად შექმნილ ტესტებს, რომლებიც გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიღების დროს აუცილებლად დაეხმარებათ!
საღამოს აქტივობები, განისაზღვრება 2 საათით.(ტალანტშოუ, კარაოკე ფართი, მულტიკულტურული საღამო, დისკოტეკა, რა? სად? როდის?, სამაგიდო თამაშები)
AMERICAN CAMP–ის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე ჩაუტარდებათ სხვადასხვა თემატიკის სასწავლო სესიები/ტრენინგები. თითოეული ტრენინგის საშუალებით მიიღებენ საბაზისო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ტრენინგი იქნება მაქსიმალურად ინტერაქტიული და მონაწილეთა ინტერესებზე მორგებული, პროგრამა შედგება 30% თეორიული მასალისგან, პრაქტიკული სავარჯიშო 50%, სიტუაციური დავალებები 20%.
სასწავლო პროგრამასთან ერთად თქვენ გელით ახალი მეგობრები, დაუვიწყარი დღეები, შემეცნებითი და სახალისო ლაშქრობები!!
საზაფხულო ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურიანში:
კომფორტული და უსაფრთხო სასტუმრო (დიდველთან ახლოს)
სამჯერადი ჯანსაღი კვება (შვედური მაგიდა)
საცურაო აუზი
კეთილმოწყობილი ეზო
ოჯახიდან ორი ბავშვის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება!
ტრანსპორტირება თბილისი–ბაკურიანი–თბილისი ასევე ჯგუფის შექმნის შემთხვევაში ქუთაისი–ბაკურიანი–ქუთაისი, ბათუმი–ბაკურიანი–ბათუმი.
თარიღი: 25 ივლისი – 03 აგვისტო
მონაწილეობა შეუძლია 8–17 წლის საქართველოს და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.
ბანაკის ღირებულება შეადგენს 580 ლარს.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595339181