საზაფხულო სამუშაო ახალგაზრდებისთვის

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ სამუშაოს სთავაზობენ. "Summer Job" - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც USAID-ის პროექტ „ზრდასა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად, ხორციელდება.

პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, ახალგაზრდების დასაქმებისთვის ხელის შეწყობა და მეორეს მხრივ სათემო პრობლემების გადაჭრაში მათი ჩართულობის წახალისება.

დასაქმების მსურველები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18-35 წლამდე ახალგაზრდები უნდა იყვნენ. პროგრამა ხორციელდება ამავე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდასაჭერად.

წყარო: www.qartli.ge