"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" (www.civilin.org), ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის" (Bread for the World) მხარდაჭერით, იწყებს განაცხადებების მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო კურსზე.
თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები მონაწილეობით ბიუჯეტირების მიმართულებით: მონაწილეობითი ბიუჯეტირების კურსის მიზანია მსმენელებს მიეწოდოს სისტემატიზებული და სტრუქტურირებული როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული მაგალითები, რომელიც ასახავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მსოფლიოში და საქართველოში არსებულ გამოცილებას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ განისაზღვრონ კონკრეტულ მუნიციპალიტეტისათვის ოპტიმალურად მორგებული მოდელი, განსაზღვრონ სამიზნე ჯგუფები, ჩამოაყალიბონ სამუშაო და შეფასების პროცედურები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი