"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მისიისადმი ერთგულება და ადამიანის უფლებებისადმი მაღალი მგრძნობელობა. კანდიდატი ზედმიწევნით კარგად უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდიანრე პროცესებში.
წყარო: jobs.ge