19-21 სექტემბერს, თბილისში გაიმართება ჰაკათონი სოციალური საკითხების გემიფიკაციის მეთოდით გადაწყვეტაზე. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ, ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალისტებს, დიზაინერებს, ილუსტრატორებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
თუ გაინტერესებთ როგორ შეიძლება თამაშის დიზაინის ელემენტების გამოყენებით ადამიანების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ქცევის მოდელის შეცვლა - ეს ჰაკათონი თქვენთვისაა.
წყარო: praguecivilsociety.org