en
ge

პროექტის იდეების კონკურსი

COBERM IV - პროექტის იდეების კონკურსი 

(პირველი რაუნდი) 

COBERM-ი (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი), ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა, აცხადებს საპროექტო იდეების მიღებას სამოქალაქო საზოგადოების - დარეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და აკადემიური დაწესებულებებისგან. საპროექტო იდეები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მიზნებს: 

1) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ნდობის მშენებლობის სფეროში ინოვაციური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა;

2) მშვიდობის, სტაბილურობის და ადამიანების უსაფრთხოების ხელშემწყობი გარემოს შექმნა და გაძლიერება; 

3) ნდობის მშენებლობის სფეროში აკადემიური კვლევებისა და ანალიზის მხარდაჭერა.

ზოგადი ინფორმაცია: 

** COBERM-ი არის აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და მოქნილი საგრანტო პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაერო-ს განვითარების პროგრამა. 

** 2010 წელს შექმნის დღიდან, COBERM-ი აგრძელებს ნეიტრალური გარემოს შექმნას ადგილობრივი საზოგადოებების საჭიროებების მოსაგვარებლად, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივებს სხვადასხვა სფეროებსა და საქმიანობებში, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი თემების ცხოვრებისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, ასევე ხელს უწყობს ახლებურ მიდგომებსა და ინიციატივებს მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის სფეროში. 

** COBERM-ის სამი ფაზა განხორციელდა 2010-2018 წლებში. პროგრამის მეოთხე ფაზა დაიწყო 2019 წლის მაისში. 

კონკურსის მიზანი: 

კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს ისეთი საპროექტო წინადადებები, რომლებიც გვთავაზობენ მზარდ და გრძელვადიან თანამშრომლობას, ახდენენ თვალსაჩინო დადებით ზეგავლენას ნდობის მშენებლობაზე, ასევე განწყობებსა და ქმედებებზე, რომლებიც ნდობის აღდგენასა და შერიგებას უწყობენ ხელს.

წყარო: jobs.ge