en
ge

ტენდერი ვიდეო რგოლებისთვის სუბტიტრების მომზადებაზე

  • ტენდერი
  • დაწყების თარიღი: 30.07.2019
  • ბოლო ვადა: 09.08.2019

"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ვიდეო რგოლებისთვის სუბტიტრების მომზადების მომსახურების შესახებ. 

ა(ა)იპ "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ვიდეო-რგოლებისთვის ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სუბტიტრების მომზადებისა და პროგრამულად მათი განთავსების შესახებ. 

შემსრულებელს ევალება საწყის ეტაპზე ვიდეო-ფაილების ქართული სკრიპტის შექმნა, ხოლო მას შემდეგ რაც დამკვეთი უზრუნველყოფს მის თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, შემსრულებელი ვალდებულია შექმნას SRT ფაილები (ან ანალოგიური ფაილები) და ატვირთოს დამკვეთის მიერ მითითებულ YouTube-ს შესაბამის არხზე. 

ვიდეო რგოლების (ვიდეო ფაილების) ოდენობა: 30 ვიდეო; 

ვიდეო რგოლების (ვიდეო ფაილების) ხანგრძლივობა: თითოეულის ხანგრძლივობაა 15 წუთი 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2019 წ. 9 აგვისტომდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: g.avazashvili@civilin.org 

პორტფოლიო (წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული სამუშაოს მსგავსი გამოცდილება და მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ლინკები) შესასრულებელი სამუშაოს ბიუჯეტი და ვადები. 

იურიდიული პირის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებით შემდეგი დოკუმენტაცია: 

** ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა. 

** საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა. 

სატენდერო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ იურიდიულ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს. 

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს, გიორგი ავაზაშვილი ტელ: 551 119 829