ორგანიზაცია „დავითიანნის" გარემოსდაცვითი კომიტეტი ახაორციელებს მოსწავლეებისთვის
გარემოსდაცვითი განათლების პროექტს. იგი წარმოადგენს არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტს და ითვალისწინებს მოსწავლეების გააქტიურებას (მე-8 - მე-12 კლასის ჩათვლით) გარემოსდაცვით სფეროში.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება 10 სამუშაო-სემინარი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაიგონ უფრო მეტი ამ საკითხებზე. მათ შეხვდებიან და გაესაუბრებიან სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გააცნობენ თავიანთ პროექტებს ახალგაზრდებს და დაეხმარებიან შექმნან ეკოკლუბები სკოლებში, რათა განახორციელონ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობა.
სასემინარო ციკლის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ გასვლითი ტური, რომელიც იქნება შემეცნებითი სახის, ორგანიზატორები აუხსნიან ეკო-ტურიზმისა და ეკო-ექსკურსიების მნიშვნელობას, ასევე ტურის ფარგლებში ჩაუტარდებათ პრაქტიკული სამუშაო კარვების გაშლასა და ექსპედიციისათვის საჭირო მასალების გამოყენებაში.
მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 27 მაისი.
წყარო: davitianni.ge