საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს თემაზე "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება".
კონკურსი ცხადდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.
საგრანტო კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.
კონკურსის ამოცანაა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ან რეგიონული განვითარების სტრატეგიებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი