ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა აცხადებს კონკურსს: საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში.
ბოლო წლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მწვავედ დადგა მდგრადი ურბანული განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. ქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის/ხარვეზულობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე.
კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ინიციატივებს შემდეგი თემატური მიმართულებებით: მდგრადი ურბანული განვითარება და გეგმარება; გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა; საჯარო სივრცეების განაშენიანებისგან დაცვა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი