en
ge

ტენდერი ტრენინგ-პროვაიდერის შესარჩევად

"საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა" აცხადებს კონკურსს ადამიანური რესურსების განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებისათვის.

პროექტის მიზანია: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის უნარების გაზრდა.

პროექტის ამოცანებია:

* სამოქალაქო აქტივიზმის / ჩართულობის / მონაწილეობის ხელშეწყობა და წახალისება; 

* ცოდნის ამაღლება და უნარ-ჩვევების გაძლიერება სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის; 

* სხვადასხვა რეგიონების სამოქალაქო აქტივისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი