en
ge

ტენდერი ფუტკრის ოჯახებისა და ინვენტარის მოწოდებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: აფხაზინტერკონტი
  • დაწყების თარიღი: 21.05.2013
  • ბოლო ვადა: 29.05.2013
  • ბმული: http://jobs.ge/58042/
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს რეგიონები - იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი. ორგანიზაციის მისიაა - ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, შეჭირვებულ, იგპ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, ოჯახების, სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას.
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) ახორციელებს მიმდინარე პროექტს - "საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა- (NEO)", რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. AIC ჩართულია მიმდინარე პროექტის იმ კომპონენტში, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესება, შერჩეულ თემებში მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების და ცალკეული პირებისათვის დახმარების უზრუნველყოფა.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) გეგმავს ქვეკონტრაქტორის შერჩევას, რომელიც განახორციელებს 138 ფუტკრის ოჯახის და საჭირო ინვენტარის მიწოდებას სამეგრელოსა და რაჭის რეგიონში.
წყარო: jobs.ge