en
ge

ტენდერი ფუტკრის ოჯახებისა და ინვენტარის მოწოდებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: სიდა
  • დაწყების თარიღი: 21.05.2013
  • ბოლო ვადა: 29.05.2013
  • ბმული: http://jobs.ge/58060/
სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" ახორციელებს მიმდინარე პროექტს - "საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" - (NEO), რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" ჩართულია მიმდინარე პროექტის იმ კომპონენტში, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესება, შერჩეულ თემებში მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების და ცალკეული პირებისათვის დახმარების უზრუნველყოფა.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" გეგმავს ქვეკონტრაქტორის შერჩევას, რომელიც განახორციელებს 132 ფუტკრის ოჯახის და საჭირო ინვენტარის მიწოდებას შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
წყარო: jobs.ge