en
ge

მოხალისეების შესარჩევი კონკურსი

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს მოხალისეების შესარჩევ კონკურსს. შერჩეული მოხალისეები, ერთი წლის განმავლობაში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის (ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი, ხელვაჩაური) საჯარო სკოლებში ჩაატარებენ სტუდენტურ დისკუსიას. შეხვედრების ციკლის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, ყალბი ინფორმაციის გავრცელების და მისი მზარდი მასშტაბების კუთხით ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა. ორგანიზაცია ახალგაზრდების ჩართულობით ეცდება პრობლემების მასშტაბების შემცირებას, რათა მომავალში გაიზარდოს ინფორმირებულობა და ჯანსაღი დამოკიდებულებები საზოგადოებაში. 

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში