საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს 2019 წლის მედია კონკურსს „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“. ყოველწლიური კონკურსი CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, 1 წლის წინ დაფუძნდა. იგი ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
წყარო: www.csrdg.ge