en
ge

ტენდერი პროექტის შემფასებლის შესარჩევად

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს პროექტის "ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში" შემფასებლის შესარჩევად.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 1995 წლიდან, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა, ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის აღმოფხვრა. ამასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზაციულ მიზნებს შორის არის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეფექტური მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირება, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს ფორმირება და ა.შ.

პროექტის -"ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში" დამყარება, მიზანია სამოქალაქო საზოგადობის და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და საარსებო გარემოს გაუმჯობესება, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას ადგილობრივ დონეზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ 2019 წლის, 21 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.samsonidze@civilin.org

წყარო: Jobs.ge