en
ge

ფოტო კონკურსი – „მე მიყვარს ბუნება“

ქუთაისის ახალაგზრდული ცენტრი აცხადებს ფოტო კონკურსს.
ფოტოკონკურსის შეფასების კრიტერიუმები და კონკურსის პირობები:
ფოტოს თემატიკა უნდა ეხმიანებოდეს თემას „მე მიყვარს ბუნება" ფოტოს „ვიზუალი" განსაკუთრებული, კრეატიული და ორიგინალური უნდა იყოს.
  1. ფოტოებისთვის სპეციალურად არ არის შემუშავებული რაიმე კონკრეტული მოთხოვნები/მითითებები (რომ არ შეიზღუდოს პროფესიონალი და მოყვარული ხელოვანი), თუმცა, მასალა უნდა აჩვენებდეს ნამდვილ საინტერესო ობიექტს თქვენი სურვილის მიხედვით.
  2. ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. სურათის გამოქვეყნების შემთხვევაში, ფოტოგრაფი იტოვებს საავტორო უფლებებს, თუმცა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ეძლევა უფლება შეზღუდვებისა და ჰონორარის გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი.
  3. კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსში არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური კორექტირება - რეალური ფერების დასმა და სიმკვეთრის შესწორება, კადრირება.
  4. სურათი უნდა იყოს JPG ფორმატში (.jpg ან .jpeg) და მინიმუმ 2000 პიქსელი (pxl). ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს (MB).
  5. კონკურსისთვის ფოტოების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ ფოტოგრაფებს (მოყვარულებსა და პროფესიონალებს) გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი საუკეთესო ფოტონამუშევარი 2013 წლის 2 ივნისს შემდეგ მისამართზე:
E-mail: naturelove000@gmail.com
კონტაქტი: ბერიკა თავაძე
დიდ მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი იტოვებს ყოველგვარ სარედაქციო და სურათების შერჩევასთან დაკავშირებულ უფლებებს.