en
ge

მიღება ონლაინ სასწავლო კურსებზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს მიღებას შემდეგ ონლაინ სასწავლო კურსებზე: ადვოკატირება და ლობირება, შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, საზოგადოებრივი მონაწილეობა. კურსებზე სწავლა არის უფასო და, მათი დასრულების შემდეგ, გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

თუ თქვენ ხართ: საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, მედიის წარმომადგენელი ან სამოქალაქო აქტივისტი, გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა და სამოქალაქო აქტივიზმი, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი, მაშინ, საშუალება გეძლევათ, ამ სფეროებში, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად, გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი