"საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია (სახა)",
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ
"ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი"-ს მხარდაჭერით, იწყებს კონკურსს "ფოტო-ამბავი". კონკურსი ტარდება პროექტ "ეგო-არტი"-ს ფარგლებში.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ფოტოგრაფთა გამოვლენა საქართველოს რეგიონული
მასშტაბით. 12 რეგიონიდან (აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი,
მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი,
ქართლი, თბილისი) გამოვლინდება თითო საუკეთესო წარმომადგენელი. შერჩეულ
ასაკად განსაზღვრულია 15-26 წელი.
წყარო: jobs.ge