en
ge

საერთაშორისო პროგრამა საგამომცემლო სექტორში დასაქმებულთათვის

ბრიტანეთის საბჭო იწყებს ახალ საერთაშორისო პროგრამას საგამომცემლო სექტორში დასაქმებულთათვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბრიტანელ და ქართველ პროფესიონალ გამომცემლებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას. საქართველოში პროგრამა ხორცილდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

პროგრამის დასასრულს თითოეულ მონაწილეს პროფესიული განვითარების ფონდი შესთავაზებს შესაძლებლობას გააკეთონ საპროექტო განაცხადი 3 000 ფუნტამდე ოდენობის თანხაზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შეეძლებათ გააგრძელონ საერთაშორისო პროფესიული კავშირების განმტკიცება.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი