ქალთა ფონდი საქართველოში იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეშვიდე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.
2019 წლის კატო მიქელაძის პრემიის თემაა მოძრაობებს შორის თანამშრომლობა და თანაკვეთა, და განიხილებიან ის ქალი უფლებადამცველები, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
ეს სფეროები შესაძლოა, მოიცავდეს: გარემოსდაცვით სამართლიანობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს, შშმ პირების უფლებებს, მშრომელების, სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე უფლებადამცველებს და სხვა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი